კალაძე: “თავისუფალი დემოკრატების” გაღიზიანება ივანიშვილის კითხვებმა გამოიწვია

 

    ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე “თავისუფალი დემოკრატების” გაღიზიანება გამოიწვია იმ კითხვებმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე გამოძიების შესახებ დასვა.
„ნამდვილად გულდასაწყვეტია ის, თუ როგორ განვითარდა ბოლო დღეების განმავლობაში მოვლენები. გულდასაწყვეტია ის, რომ დღეს „თავისუფალმა დემოკარტებმა“ მიიღეს გადაწყვეტილება და დატოვეს კოალიცია. მე ადამიანურად გული დამწყდა, რადგან ამ ადამიანებთან ერთად 2 წლის განმავლობაში მძიმე დღეები გამოვიარეთ. რთული იყო წინა ხელისუფლების პირობებში საარჩევნო კამპანიის ჩატარება და ჩვენ გვახსოვს, თუ როგორი ზეწოლა მიმდინარეობდა განსხვავებული აზრისა და შეხედულებების მქონე ადამიანზე. თვითონ გაღიზიანება რამ გამოიწვია, ეს იყო კონკრეტული კითხვები, რომელიც დასვა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მე მინდა გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილი მოწვეული იყო ჩვენი ინიციატივით, რადგან ის გახლდათ ამ კოალიციის დამფუძნებელი და როდესაც ჩვენ დავიწყეთ ბრძოლა წინა ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელზეც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ძალიან იყო განაწყენებული. ზუსტად მთელი საზოგადოება, ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც კოალიციის წევრები არიან, გავერთიანდით ამ ადამიანის ირგვლივ. ამის გამო იყო მოწვეული ბატონი ბიძინა და გაღიზიანება გამოიწვია სწორედ იმ კითხვებმა, რომლებიც ეხებოდა კონკრეტულად თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე გამოძიებას”, – განაცხადა კახა კალაძემ.
“თავისუფალმა დემოკრატებმა” კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა მისი დაწყებისთანავე რამდენიმე წუთში დატოვეს. როგორც ცნობილია, სხდომაზე იმყოფებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები