თეა წულუკიანი მინისტრის პოსტზე რჩება (ვიდეო)

თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე რჩება. ამის შესახებ წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
“არ მაქვს არანაირი საფუძველი ვიფიქრო, რომ საქართველოს მთავრობა არ არის პროევროპული. მე და ჩემი გუნდი ვრჩებით იუსტიციის სამინისტროს სათვეში და ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოს სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
თეა წულუკიანი პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრი იყო, თუმცა მინისტრად დანიშვნის შემდეგ მან პარტიის მანდატი დატოვა.
შეგახსენებთ, რომ მინისტრის პოსტები დატოვეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა. მათი გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლებას უკავშირდება.

[youtube url=”http://www.youtube.com/watch?v=Fkrrc5m7Mus&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები