უკრაინაში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინაში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში საქართველოს ელჩი მიხეილ უკლება ადასტურებს. როგორც მიხეილ მიხეილ უკლება აცხადებს, დაღუპული 1960 წლის 29 ივლისს დაბადებული ზურაბ ხურციაა. მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.
“ჩვენ ვესაუბრებთ მის ნათესავს მობილური ტელეფონით და ოჯახი საქმის კურსშია. საქმეში ჩართულია საკონსულო სამსახური და ის გაუწევს ოჯახს დახმარებას, რომ დაღუპულის სამშობლოში დროულად გადმოსვენება მოხდეს”, – განაცხადა მიხეილ უკლებამ.