დეპილაციის ახალი საშუალების რეკლამას თმიანი ტერორისტი აკეთებს (ვიდეო)

თურქეთში სკანდალი მოხდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კომპანია, რომელიც დეპილაციის საშუალებას აწარმოებს, საკუთარ რეკლამაზე ცნობილი ტერორისტის ჰალიდ შეიხ მუჰამედის სურათი განათავსა. მუჰამედი „ალ-ქაიდას“ ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტის განხორციელებაში მონაწილეობდა. ფოტოსურათის ქვეშ წარწერაა: „არ დაელოდოთ, სანამ თმა თავისით გაქრება“. კოსმეტიკურ ფირმაში აღნიშნეს, რომ არვის შოკირებას არ გეგმავდნენ. უბრალოდ სარეკლამო კამპანიის მომზადების დროს შესაფერისი ადამიანების სურათებს ეძებდნენ. ტერორისტი კომპანიაში ვერ იცნეს. მისი სურათი კი სწორედ იმის გამო აარჩიეს, რომ მას ტანზე დიდი რაოდენობით თმა ჰქონდა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=N-EDXdpm79g” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები