პრინცი უილიამი სამეფო გვირგვინზე უარს აცხადებს
პრინც უილიამის მეუღლე ქეით მიდლტონი მეორე ბავშვზეა ორსულად, უილიამსს კი მეფობა არ სურს. ამის შესახებ პრინცმა დედოფალ ელიზაბეტს უკვე აცნობა. შესაბამისად, გვირგვინს პრინცი ჩარლზი მიიღებს.
Globe Magazine-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ პრინცმა უილიამმა გადაწყვეტილება მეუღლის სიყვარულის გამო მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, დედოფალმა უფროსი ვაჟის პრინც ჩარლზის ნაცვლად, უპირატესობა 32 წლის შვილიშვილს მიანიჭა, როდესაც გადადგომა და 61-წლიანი მმართველობის დასრულება გადაწყვიტა. თუმცა, პრინც უილიამის ნათქვამმა მისი უდიდებულესობის გეგმები შეცვალა. პრინცმა დედოფალს აუწყა, რომ მისთვის რთული იქნებოდა უმაღლესი სამეფო ტიტულის და ოჯახზე ზრუნვის შეთავსება.
რაც შეეხება პრინც უილიამის და ქეით მიდლტონის გეგმებს, წყვილი დიდი ბრიტანეთის დასავლეთით მდებარე “ვალერო პემბროკის” ქარხნის დათვალიერებას გეგმავს. ქარხანაში 1 200 ადგილობრივია დასაქმებული. ის დედა დედოფალმა 1964 წელს დააარსა და წელს დაარსების 50-წლის იუბილეს აღნიშნავს.