ბრიტანელი სპეციალისტები: 13 წლის ასაკში სექსი ნორმაა

ბრიტანელმა სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ სექსუალური ურთიერთობები 13 წლის მოზარდებს შორის ნორმებს არ ეწინააღმდეგება. ამის შესახებ სასწავლო მასალებშია ნათქვამი, რომლებიც სექსუალური ჯანმრთელობის ცენტრმა Brook -მა დაამუშავა. ეს მასალები განათლების დეპარტამენტმა დადებითად შეაფასა, შესაბამისად, მათი გამოყენება სკოლებში, სქესობრივი განათლების გაკვეთილებზეა შესაძლებელი.
ოჯახური განათლების ბრიტანული ფონდის წარმომადგენელმა სარა კარტერმა კი ასეთი მასალები უკანონოდ ჩათვალა და პარლამენტის წევრებს მიმართა. სარა კარტერის თქმით, სასწავლო მასალებში ნათქვამია, რომ ახალგაზრდებისთვის სრულიად ნორმალურია ერთობლივი გადაწყვეტილებით სქესობრივი ურთიერთობების 13 წლიდან დაწყება. თუმცა, ბრიტანული კანონმდებლობით, ეს 16 წლის ასაკშია შესაძლებელი.
სასწავლო მასალის ავტორი-ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მასში არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ არის. ზოგი დარწმუნებულია, რომ სექსი 13 წლიდან რეალობაა, რომელშიც თანამედროვე ბავშვები ცხოვრობენ. და ამ საკითხებში გასარკვევად მათ კარგად მომზადებული მასწავლებლები სჭირდებათ, რომლებიც აუხსნიან, რომ სქესობრივი ურთიერთობები – ეს გაზრდის პროცესის ნაწილია და არა რაღაც საშიში და არასწორი.
„ჩვენ ვისურვებდით, რომ მოზარდებს ჯანსაღი და უსაფრთხო ურთიერთობები ჰქონდეთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მათი მასწავლებლები ამ საკითხებზე საჭირო ინფორმაციით იყვნენ უზრუნველყოფილნი“, – განაცხადა ორგანიზაცია PSHE Association- ის წარმომადგენელმა ჯო ხეიმანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები