„გაზპრომმა“ უკრაინისგან 1,45 მილიარდი დოლარის მიღება დაადასტურა
„გაზპრომმა“ ბანკებისგან იმის დადასტურება მიიღო, რომ ნაციონალური სააქციო კომპანია „უკრაინის ნავთოგაზმა“ ადრე მიწოდებული გაზის საფასურის სესხის პირველი ნაწილი გაისტუმრა. „გაზპრომის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ 1,45 მილიარდი დოლარი გადაიხადა.
ბრიუსელში წინა კვირას მიღწეული შეთანხმებების თანახმად, „ნავთოგაზმა“, საერთო ჯამში, 3,1 მილიარდი დოლარი 11,5 მილიარდ კუბური მეტრი გაზის საფასური უნდა გადაიხადოს. გაზი უკრაინას 2013 წლის ნოემბერ-დეკემბერში და 2014 წლის აპრილ-ივნისში მიეწოდა.