პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრის მოადგილეები თანამდებობიდან გაათავისუფლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები თანამდებობიდან გაათავისუფლა. უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პრემიერის ბრძანებულება მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
“საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შეუწყდეთ უფლებამოსილება საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს”, – აღნიშნულია პრემიერის ბრძანებულებაში.
ირაკლი ალასანიას 5 მოადგილე ჰყავდა: პირველი მოადგილე იყო ირაკლი გეგეჭკორი, მოადგილეები კი – ალექსი ბატიაშვილი, ვაკო ავალიანი, მიხეილ დარჩიაშვილი და თამარ ქაროსანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები