დონეცკის მილიცია „ენ- ტე- ვეს“ სიუჟეტის გმირს -13 წლის სტასს ეძებს

მორიგი სიუჟეტი-ფეიკი რუსული პროპაგანდისტული ტელეკომპანია „ენ- ტე -ვეს“ ეთერში. როგორც უკრაინული „ობოზრევატელი“ წერს, „ენ- ტე- ვემ“ 13 წლის სტანისლავ პეტროვი რაკეტების სამიზნედ აქცია. ტელეკომპანიის სიუჟეტის თანახმად, უკრაინის ეროვნული გვარდიის მებრძოლებმა ბიჭს ორგანიზმში დაუდგენელი ნივთიერება შეუყვანეს.
სიუჟეტი 2 ნოემბერს გაუშვეს ეთერში.
როგორც გაირკვა, სტანისლავ პეტროვს 30 ოქტომბრიდან უკრაინული მილიცია ეძებს. შესაბამისი შეტყობინება შსს-ს ვებგვერდზეა განთავსებული.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ სტანისლავი „გონებრივი შეზღუდვის მსუბუქი ფორმითაა“ დაავადებული და მაწანწალობისკენაა მიდრეკილი.
„ენ- ტე -ვეს“ ჟურნალისტების ფანტაზიის შესაბამისად, სტასი ეროვნული გვარდიელების რაკეტების ელექტრონული სამიზნე უნდა ყოფილიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები