კუნძულ ზელანდიაზე უსახლკარომ ლატარიაში 610 000 დოლარი მოიგო

კუნძულ ზელანდიაზე, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, უსახლკარომ გრენლანდიიდან ლატარია „ხელფასის ზევით“- 3,6 მილიონი კრონა (610 000 დოლარი) მოიგო.
„ჩვეულებრივი ადამიანების უმრავლესობისთვის ეს საკმაოდ კარგი თანხაა, თუმცა ისეთი დიდი არა, რომ ეროვნული პრესის ინტერესი გამოიწვიოს. ინტერესი იქამდე არ იყო, სანამ ცნობილი არ გახდა, რომ ეს თანხა უსახლკარო, მაწანწალა ადამიანმა მოიგო, რომელიც ქუჩაში ცხოვრებასაა მიჩვეული“, – წერს გაზეთი The Copenhagen Post-ი.
37 წლის უსახლკაროს და ფიქრობს, რომ მისი ძმა ღირსია, რომ ასე გაუმართლა. „ის ძალიან კარგი ადამიანია. ძალიან მიხარია, რომ მას, როგორც იქნა გაუმართლა“, – აღნიშნა მოგებულის დამ.
„იტარ-ტასის“ ცნობით, გრენლანდიის მკვიდრმა – ახალბედა მილიონერმა უკვე იცის, თუ რაზე დახარჯავს თანხას.
„პირველ რიგში, ვფიქრობ, შობა-ახალი წლისთვის სახლში, გრენლანდიაში წავალ. ნახევარი წლის მანძილზე უსახლკარო ვიყავი, მაგრამ ახლა მე ლამაზი და დიდი ბინა მექნება. საერთოდ, ამ ფულით მე მექნება ყველაფერი, რაც მჭირდება, მაგრამ ფულს ჭკვიანურად დავხარჯავ“, – განაცხადა მოგებულმა.
ლატარიის წესების თანახმად, მოგებული თანხა ნაწილ-ნაწილ გაიცემა. მოგებული ყოველთვიურად მიიღებს 60 – 60 კრონას (10 000 დოლარი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები