ალექსი პეტრიაშვილი: მინდა გითხრათ ორიოდე სიტყვა, ვიდრე წავალ…
ჩემი ქმედება და ნაბიჯები ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რა სითბოც მივიღე გუშინდელი განცხადების შემდეგ – ამის შესახებ ალექსი პეტრიაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
პეტრიაშვილი ვროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლებს და თანამებრძოლებს მადლობას უხდის.
„მე მინდა გითხრათ ორიოდე სიტყვა, ვიდრემდე წავალ: 1. დიდი მადლობა ყველას თანადგომის და მხარდაჭერისთვის. ჩემი ქმედება და ნაბიჯები ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რა სითბოც მივიღე გუშინდელი განცხადების შემდეგ!
2. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებს და თანამებრძოლებს, რომლებიც დაუღალავად შრომობდნენ დღე და ღამ, რომ დამდგარიყო ის შედეგი საგარეო -პოლიტიკური და სამხედრო-პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებებით!
3. საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსი არის ნამდვილად ჩვენი ხალხის არჩევანი და ერთი პატარა ჯგუფუკა, რაც არ უნდა გავლენიანი უწყების იყოს, მას ვერაფერს დააკლებს! და ვერც ვერავინ ვერ დააკლებს! ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები ამ კურსის სადარაჯოზე ვიქნებით და ძალიან ძვირად დავუჯენთ ყველას, ვინც შეეცდება ამ კურსიდან გადახვევას“,-წერს პეტრიაშვილი ფესიბუქის პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ევროატლანტიკურ სტურქტურებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა თანამდებობა გუშინ დატოვა. ამის შესახებ განცხადება პეტრიაშვილმა “მაესტროს“ ეთერში გააკეთა. პეტრიაშვილმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანიას გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.