ნორლანდი ალასანიას გათავისუფლებას ეხმაურება

საქართველოში აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ალასანიას გათავისუფლებას ეხმაურება. მისი თქმით, ბრალდების რაოდენობა ყოფილი თუ ამჟამინდელი მაღალჩინოსნების მიმართ იწვევს ლეგიტიმურ შეშფოთებას, რომ სასამართლო სისტემის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის ხდება. ნორლანდი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ეს ეჭვი გაფანტოს.
„იმ დღეს, როდესაც ქვეყანაში არეული ვითარებაა და საქართველო შიდა ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას, საქართველოს სჭირდება სტაბილულობა, ერთიანობა და დემონსტრირებული ერთგულება მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის მიმართ. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ითანამშრომლონ ამ მიზნების მისაღწევად და მათი ყურადღების ცენტრში იყოს ქვეყნის მომავალი, რაც მკვეთრად არის გამოხატული ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაში. ბრალდებების რაოდენობა ყოფილი თუ მოქმედი ოფიციალური პირების მიმართ აღძრავს ლეგიტიმურ ეჭვს, რომ სასამართლო სისტემის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის ხდება. მოვუწოდებთ მთავრობას, რომ გადადგას ნაბიჯები და გაფანტოს ეს ეჭვი“, – განაცხადა ნორლანდმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები