რუსულმა სამხედრო ხელმძღვანელობამ და „ფე- ეს- ბემ“ დონბასში ჯარების სპეციალური დაჯგუფება შექმნეს

რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა „ფე- ეს- ბესთან“ თანამშრომლობით ძალისხმევას არ იშურებს, რომ დონბასში ადგილობრივი ცალკეული ბანდფორმირებები ერთ მეთაურობას ექვემდებარებოდეს. ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი დიმიტრი ტიმჩუკი აცხადებს.
„ფაქტობრივად ე.წ. ნოვოროსიის არმიის სახით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარების დაჯგუფებაა შექმნილი, რომელიც რუსეთის ფედერაციის ქვედანაყოფების არმიისგან და დაქირავებული სამხედროებისგან შედგება. ამ შემადგენლობაში დემონსტრაციული და მეორეხარისხოვანი მოქმედებისთვის ასევე ცალკეული ადგილობრივი ბანდფორმირებები შეიყვანეს“, – განაცხადა ტიმჩუკმა.
ბანდფორმირებების შემადგენლობაში, ადგილობრივი ტერორისტების გარდა, რუსი დაქირავებული სამხედროები არიან.
„ამ დაჯგუფების აღჭურვილობის უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესება აქტიურად ხდება. იქმნება გამანაწილებელი ბაზები, სამხედრო ტექნიკის დაგროვების, რემონტის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების დაგროვების პუნქტები“, – ამბობს ტიმჩუკი.
ექსპერტის ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის „ფე- ეს- ბეს“ მართვის ერთიანი ცენტრია შექმნილი. ტიმჩუკის თქმით, „ფე- ეს- ბეს“ ჯგუფის ამოცანა უმოკლეს ვადაში „ნოვოროსიის სპეცსამსახურების“ ფორმირების უზრუნველყოფაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები