ირაკლი ღარიბაშვილი: მინდია ჯანელიძე იქნება ბევრად უკეთესი მინისტრი, ვიდრე მისი წინამორბედი იყო

მე დარწმუნებული ვარ, მინდია ჯანელიძე იქნება ბევრად უკეთესი მინისტრი, ვიდრე იყო მისი წინამორბედი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის კანცელარიაში მინდია ჯანელიძის თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენისას განაცხადა. ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ ჯანელიძე ღირსეულად და ერთგულად ემსახურება ქართულ ჯარს და გააძლიერებს თავდაცვის სამინისტროს.
“მინდია ჯანელიძე იყო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის მდივანი. პროფესიით არის იურისტი, დამთავრებული აქვს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების აკადემიის კონტრდაზვევრვის ფაკულტეტი. დამატებითი განათლება მიღებული აქვს აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში. 2000- 2012 წლამდე დაზვერვის დეპარტამენტში მუშაობდა, კარიერა ოპერატიული თანამშრომლის პოზიციიდან დაიწყო. 2012 წლიდან 2014 წლის დასაწყისამდე შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა მაშინ, როცა მე ვიყავი მინისტრი. შემდეგ 2013 წლის იანვრიდან დაინიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების კრიზისების მართვის მდივნად. მინდია ჯანელიძე გახლავთ პოლკოვნიკი, მიღებული აქვს სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდო. ფლობს ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ბევრად უფრო უკეთესი მინისტრი იქნება, ვიდრე იყო მისი წინამორბედი.
ღირსეულად და ერთგულად ემსახურება ქართულ ჯარს და გააძლიერებს თავდაცვის სამინისტროს”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები