“ვწუხვარ, რომ მაია ფანჯიკიძემ თავისი ოჯახის წევრის მიმართ გამოხატა სოლიდარობა და არა სახელმწიფოს მიმართ”

ვწუხვარ, რომ მაია ფანჯიკიძემ თავისი ოჯახის წევრის მიმართ გამოხატა სოლიდარობა და არა სახელმწიფოს მიმართ, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მაია ფანჯიკიძის გადაწყვეტილებას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
პრემიერის შეფასებით, ეს იმ ადამიანების არჩევანია, ვინც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ქვეყანა წინსვლას განაგრძობს.
მთავრობის მეთაური 2012 წლის არჩევნებსა და ხალხის არჩევანზე საუბარს სპეკულაციად მიიჩნევს.
„2012 წლის არჩევნები უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ და არ უკავშირდება „თავისუფალ დემოკატებს“ ცალკე აღებულს ან, მით უმეტეს ირაკლი ალასანიას. „თავისუფალ დემოკრატებში“ არიან ჩემი მეგობრებიც. ისინი არიან ძალიან კარგი, ღირსეული ადამიანები და მინდა, მათთან ერთად გავაგრძელო ბრძოლა ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად. თუ ისინი არჩევანს გააკეთებენ სახელმწიფოსა და პიროვნებას შორს, ეს მათი არჩევანი იქნება. დაე, მათ აირჩიონ თუნდაც ალასანია, რომელმაც აბსოლუტურად გაუაზრებელი და უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა. ეს იყო შეურაცხმყოფელი ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხისთვის, რომლის არჩევანიც არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ახალ მინისტრებს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ევროპულ და ევრატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობებზე უახლოეს დღეებში წარადგენს.
ეგახსენებთ, რომ აქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ ფანჯიკიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. თანამდებობა დატოვეს ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა დავით ზალკალიანმა, დავით ჯალაღონიამ, ლევან გურგენიძემ და თამარ ბერუჩაშვილმა. ცნობისთვის მაია ფანჯიკიძე ირაკლი ალასანიას ცოლის დაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები