„როიტერი“ ირაკლი ალასანიას მინისტრის პოსტიდან მოხსნას ეხმაურება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის პროდასავლური მინისტრი გადააყენა, – ასე ეხმაურება ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენებას სააგენტო “როიტერი”. სააგენტოს შეფასებით, ალასანია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პროდასავლური ლიდერია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრი მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც ირაკლი ალასანიამ საკუთარი თანამშრომლების დაპატიმრების ფაქტი დაგმო. ალასანიამ ამ დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებული და დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრეთა წინააღმდეგ მიმართული უწოდა.
პრემიერ-მინისტრმა ალასანიას შეფასებებს უპასუხისმგებლო უწოდა, – წერს საინფორმაციო სააგენტო “როიტერი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები