„მაია ფანჯიკიძე თანამდებობიდან გადადგება“

დიდი ალბათობით მაია ფანჯიკიძე გადადგომის შესახებ გააკეთებს განცხადებას – ამის შესახებ ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა. მისი თქმით, შესაძლოა ფანჯიკიძის ამ განცხადებას თეა წულუკიანის გადადგომაც მოჰყვეს.
„დიდი ალბათობით გადადგომის შესახებ გაკეთდება განცხადება. წინააღმდეგ შემთხვევაში მაია ფანჯიკიძე დაელოდებოდა პოლიტსაბჭოს სხდომას და შემდეგ მიიღებდა გადაწყვეტილებას. როგორც ჩანს, იქნება განცხადება, რომ მაია ფანჯიკიძე პოსტს ტოვებს. შესაძლოა, ამას მოჰყვეს კიდევ ერთი პოსტის დატოვება, ვგულისხმობს წულუკიანს“, – განაცხადა ძაბირაძემ.
მაია ფანჯიკიძე საგანგებო განცხადებას 12:00 საათზე გააკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები