ბაქრაძე „თავისუფალ დემოკრატებს“ თანამშრომლობას სთავაზობს

საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით, „თავისუფალი დემოკრატებისა“ და მისი ლიდერის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა მიმდინარეობს. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, მმართველი კოალიცია საბოლოოდ დაიშლება.
„სახეზეა სრულფასოვანი, სრულმასშტაბიანი პოლიტიკური კრიზისი და ეს პოლიტიკური კრიზისი გახლავთ ლოგიკური შედეგი იმ პოლიტიკისა, რასაც ხელისუფლება ამ წლების განმავლობაში ატარებდა. დაპირისპირებაზე, დევნაზე, განსხვავებული აზრის წინააღმდეგ პროკურატურის გამოყენების პოლიტიკაზე, რომელსაც ეს წლები ვხედავდით და, შესაბამისად, მოვედით დღევანდელ დღემდე, როდესაც უკვე საბოლოოდ მოხდება მმართველი კოალიციის დაშლა. მე ველოდები, რომ ირაკლი ალასანიასთან და ყველა სხვა პროდასავლურ პარტიასთან ერთად ჩვენ დავაფიქსიროთ ჩვენი ქვეყნის პროდასავლური არჩევანი“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები