თავდაცვის მინისტრის მოადგილეები მოვალეობის შემსრულებლებად რჩებიან

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები მოვალეობის შემსრულებლებად რჩებიან. ამის შესახებ “კვირას“ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
გეგმავენ თუ არა მოადგილეები პოსტის დატოვებას – ამის თაობაზე უწყების პრესცენტრში ინფორმაციას არ ფლობენ.
ირაკლი ალასანიას სულ 5 მოადგილე ჰყავდა – ალექსი ბატიაშვილი, ირაკლი გეგეჭკორი, ვაკო ავალიანი, მიხეილ დარჩიაშვილი და თამარ ქაროსანიძე.
მინისტრის გადადგომის შემდეგ მოადგილეები, შესაბამისად, თანამდებობიდან გადამგარად და მოვალეობის შემსრულებლებად ითვლებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები