„ჯარი აპოლიტიკურია და გენშტაბის უფროსი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს“

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას გათავისუფლების შესახებ, აშშ-ში ვიზიტისას შეიტყო.
მისივე თქმით, პენტაგონში, სადაც ის შეხვედრებს მართავს, მინისტრის მოხსნის საკითხი არ განხილულა, თუმცა რამდენიმე შეკითხვა მაინც დაისვა.
კაპანაძის თქმით, ჯარი აპოლიტიკურია და გენშტაბის უფროსი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
“ვინაიდან პენტაგონი სამხედრო ორგანიზაციაა, მსგავსი კითხვები არ ყოფილა, თუმცა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა – გაერთიანებული შტაბის უფროსის პოლიტიკურმა მრჩეველმა მკითხა რამდენად შეესაბამებოდა ეს სიმართლეს და რამდენად ვიყავით ინფორმირებულები. ჯარი არის დამოუკიდებელი სამხედრო უწყება, რომელიც არ ექვემდებარება არანაირ პოლიტიკურ ორთაბრძოლებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ამოცანა, დანაყოფები ასრულებენ თავის ყოველდღიურ რეჟიმს. ბატონმა ალასანიამ ძალიან ბევრი გააკეთა თავის დროზე შეიარაღებული ძალებისთვის, მისი მინისტრობის პერიოდი შეიძლება ჩაითვალოს შეიარაღებული ძალების განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპად. ახალ მინისტრს კარგად ვიცნობ და ვუსურვებ წარმატებას”, – განაცხადა კაპანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები