ნათია ფანჯიკიძე: როდის გასკდებოდა ბომბი, დროის ფაქტორი იყო (ვიდეო)

თავდაცვის მინისტრის პოსტიდან დათხოვნა მოულოდნელი არ იყო, ამიტომ ირაკლი ალასანიას გამხნევება არ სჭირდებოდა. ამის შესახებ მინისტრის მეუღლემ, ნათია ფანჯიკიძემ “რუსთავი 2”-ის დილის გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილის პირველი პოლიტიკური ნაბიჯი ირაკლის შერყევის მცდელობა იყო, ხოლო როდის დადგებოდა კულმინაცია და როდის “გასკდებოდა ბომბი”, დროის ფაქტორი იყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გადააყენა. ამის შესახებ განცხადება პრემიერმა გუშინ, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=d5FAoJrJI7Y” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები