გიგა ბოკერია: ალასანიას და მისი გუნდის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა მიმდინარეობს

“ირაკლი ალასანიას და მისი გუნდის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა მიმდინარეობს“, – ასე აფასებს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია. როგორც გიგა ბოკერიამ გადაცემაში „არჩევანში“ განაცხადა, ქვეყანაში არის უღრმესი კრიზისი, რომელიც ძალიან საშიშია ჩვენი ქვეყნისთვის.
“მაშინ, როცა სახეზეა ის, რომ კოალიცია იშლება, ბიუჯეტი არის გარღვეული და ვალების მეშვეობით აბალანსებენ, კრიმინალი გაიზარდა, ქვეყნის წინაშე უსაფრთხოების უმწვავესი გამოწვევები და პირველ რიგში აფხაზეთის ანექსიის საფრთხე დგას, ხელისუფლებას არანაირი პოლიტიკა არ გააჩნია. ეს არის უღრმესი კრიზისი, რომელიც ძალიან საშიშია ჩვენი ქვეყნისთვის”, – აცხადებს ბოკერია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები