ირაკლი ალასანია: მე დამიჭირონ

თავდაცვის ყოფილი მინისტრი არ გამორიცხავს, რომ პროკურატურამ მის წინააღმდეგაც აღძრას სისხლის სამართლის საქმე. “მირჩევნია, მე დამიჭირონ და ამ უდანაშაულო ადამიანებს თავი დაანებონ, ” – განაცხადა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ს გადაცემა “არჩევანში”. „პროკურატურის წარმომადგენლებმა იმ დღეს, როცა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავეს, შტურმი მიიტანეს სამინისტროზე და ამოიღეს უამრავი საქმე. მე დარწმუნებული ვარ, რომ პროკურატურას არა აქვს მტკიცებულებები და მათი მთავარი ამოცანაა, მოჩიჩქნონ რამე, რითაც ტალახს ესვრიან ყოფილ მინისტრს და თავდაცვის სამინისტროს”.- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები