ირაკლი ალასანია: პროკურატურა საქართველოში რუსეთის ინტერესებს ატარებს

„პროკურატურა საქართველოში რუსეთის ინტერესებს ატარებს“ – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია „რუსთავი- 2“ ის გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა. ირაკლი ალასანიას მიაჩნია, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება საქართველოს საერთაშორისო იმიჯს შელახავს. მისი თქმით, ქვეყნის ევროპულ მომავალს პრობლემები ექმნება და ამის აღმოფხვრა დროულად უნდა მოხდეს. „რუსეთის ინტერესებშია ის, რაც დღეს ხდება და ის, რასაც საქართველოს პროკურატურა აკეთებს. ეს ხელს შეუშლის ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. პროკურატურის ქმედებები ყველა იმ მოქალაქის არჩევანს ეწინააღმდეგება, რომელმაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას დაუჭირა მხარი”, – განცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები