ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრას უმრავლესობასთან “თავისუფალი დემოკრატები” არ ესწრებიან

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან “თავისუფალი დემოკრატები” არ ესწრებიან. “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში მიმდინარე შეხვედრაში მმართველი გუნდის ყველა პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს, თუმცა, შეხვედრას ამ დრომდე არ შეერთებიან ირაკლი ალასანიას პარტიის წევრები.
შეხვედრაში მონაწილეობენ მინისტრები: გიორგი კვირიკაშვილი, დავით სერგეენკო, დავით ყიფიანი, მიხეილ გიორგაძე. შეხვედრა მედიისთვის დახურულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები