დავით უსუფაშვილი: კოალიციაში “გარკვეული კრიზისული მოვლენებია”

კოალიციაში “გარკვეული კრიზისული მოვლენებია”, აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
“კოალიციაში კრიზისი არ არის. არის გარკვეული კრიზისული მოვლენები. რა თქმა უნდა, არ არის ქვეყნისთვის სასარგებლო, როცა უწყებები განცხადებით მიმართავენ ერთმანეთს. როდესაც პრემიერი და მინისტრი ტელევიზიით ესაუბრებიან ერთმანეთს, ან როცა პარლამენტის თავმჯდომარეს მედიისთვის იმის თქმა უწევს, რასაც ახლა ვამბობ, ე.ი. რაღაც ნიშნები არსებობს იმისთვის, რომ დროზე მივხედოთ საქმეს, რათა ის უფრო რთულ პრობლემებში არ გადაიზარდოს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ კოალიციის პარტნიორებსაც მიმართა და მოუწოდა, რომ არსებული პრობლემები მოაგვარონ ისე, როგორც მათ ეკადრებათ. “მივმართავ პარტნიორებს კოალიციაში. გარკვეულ კრიზისულ ვითარებას გავუმკლავდეთ ისე, როგორც გვეკადრება კოალიციის პარტნიორებს. ისე როგორც გვეკადრება ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის ამღებ ხალხს. ყველა თემა განვიხილოთ და მოვაგვაროთ კონსტიტუციის და კანონის ჩარჩოში ისე, რომ არ დავაზარალოთ ქვეყანა”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები