გამოიჩინა თუ არა სამსახურებრივი გულგრილობა ვახტანგ კაპანაძემ? – რას ფიქრობს ექსპერტი

კვების პროდუქტებით ჯარისკაცების მოწამვლასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ  დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ საქმის გამოძიებამდე უწყებამ  საკითხის შესასწავლად გენერალური შტაბის ხელმძვანელს ვახტანგ კაპანაძეს მიმართა, თუმცა მან საკითხზე შესაბამისი რეაგირება არ მოახდინა.

“შემოწმების აქტები გაიგზავნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია. გენერალური შტაბის წერილით ირკვევა მხოლოდ ის, რომ ჯარისკაცების კვებასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა გათვალისწინებულია მხოლოდ 2015 წლის პერსპექტიულ გეგმებში,” – აღნიშნული იყო პროკურატურის განცხადებაში.

ამ საკითხზე “კვირა” სამხედრო ექსპერტის პოზიციით დაინტერესდა.  ჰქონდა თუ არა ადგილი ვახტანგ კაპანაძის მხრიდან საკითხისადმი გულგრილ დამოკიდებულებას? – ირაკლი ალადაშვილი თვლის, რომ ეს  საკითხი პროკურატურამ უნდა შეისწავლოს და თუკი მას მიაჩნია, რომ დანაშაულის კვალი იკვეთება, გენშტაბის უფროსის მიმართ შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს.

” თუკი პროკურატურას მიაჩნია, რომ მოხდა დარღვევა იმ მხრივ, რომ გენშტაბის უფროსმა არ მოახდინა საჭირო დონის რეაგირება, მაშინ საგამოძიებო ორგანოს აქვს ყველა უფლება და ვალდებულება, რომ მოახდინოს რეაგირება. თუ პროკურატურა ხედავს გულგრილობის, ან რაიმე დანაშაულის კვალს, ეს  მისი პრეროგატივაა. საგამოძიებო ორგანოს ყველანაირი უფლება აქვს, გენშტაბის უფროსის მიმართ რეაქცია ჰქონდეს”, – განაცხადა ალადაშვილმა.
უნდა დადგეს, თუ არა გენშტაბის უფროს ვახტანგ კაპანაძის პასუხისმგებლობის საკითხი, –  სამხედრო ექსპერტს ამ კითხვაზე  პასუხი არ აქვს.
ექსპერტის აზრით, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგით დასრულდება თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მიმართ მიმდინარე გამოძიება, უწყების დღევანდელ ვითარებაში აღმოჩენა საქართველოს იმიჯისთვის წამგებიანია.
„როგორც არ უნდა გადაწყდეს ეს საქმე, გამოვლინდება თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დანაშაული, თუ არ გამოვლინდება, ეს წამგებიანია საქართველოს იმიჯისთვის“, – აღნიშნა ექსპერტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები