ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროში განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკურ სარჩულს უკავშირებს

ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროში განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკურ სარჩულს უკავშირებს, – ამის შესახებ მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. “ბოლო დღეებში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიმართ განვითარებულ მოვლენებში პოლიტიკური სარჩული შეინიშნება.
“მინდა დღეს მივმართო საზოგადოებას, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით პროკურატურის ნაბიჯებზე, რომელიც დღესაც გაგრძელდა. რამდენიმე ჩვენს თანამშრომლეს წაუყენეს ბრალი. აშკარად შეინიშნება პოლიტიკური სარჩული. მაშინ, როდესაც თავდაცვის მინისტრი წასული იყო კოლეგა მინისტრებთან შეხვედრაზე და ხელი ეწერებოდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, როდესაც კაპანაძე იმყოფება ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრაზე ვაშინგტონში, გრძელდება დაკავებები და დააკავეს სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი. ჩვენ არ გვითქვამს, რომ გამოძიებას ვინმე წინ უნდა დაუდგეს, გვქონდა ეჭვი, თუ რა საფუძველი იყო იმის, რომ ეს ადამიანები იყვნენ ციხეში, ესენი არსად არ გარბოდნენ და მაღალი თანამდებობის პირები ჩაუდგნენ თავდებში”, – განაცხადა ალასანიამ. მისივე თქმით, ეს არის მიზანმიმართული შეტევა თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც არის პირდაპირი ჯაჭვი ნატო-ევროკავშირთან. “ხვალ მივმართავ პოლიტსაბჭოს, რომ შევიკრიბოთ და დავსვათ საკითხი, თუ სად მიჰყავს პროკურატურას ეს პროცესები. მე ძალიან კარგად ვიცი ვისი გორის ვარ! ვერ შემაშინებს პროკურატურა და ვერც ვერავინ. გპირდებით, ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ დაწყებულ საქმეს და ვუერთგულებთ იმ პრინციპებს, რაც არჩევნების შემდეგ დავისახეთ.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი ალასანია არ ესწრება პრემიერის მიერ მოწვეულ შეხვედრას, რომელსაც მთავრობის წევრები და უმრავლესობის ლიდერები ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები