„დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“: ადრე თუ გვიან გვაღიარებენ, დონბასი სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ხომ არაა

„დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“ არჩევნები ყველა საერთაშორისო ნორმის და დემოკრატიული სტანდარტების თანახმად ჩატარდა“,- ამის შესახებ საგენტო „რეგნუმს“ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ „თავდაცვის სამინისტროს“ საერთაშორისო – საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, პროექტ „ნოვოროსია დღეს“ მთავარმა რედაქტორმა ვლადისლავ ბრიგმა განუცხადა. მისივე თქმით, კიევის, აშშ-ს და ევროკავშირის ქვეყნების არაღიარება დონბასის განვითარებაზე დიდად არ იმოქმედებს.
„ვფიქრობ, ჯერჯერობით ეს არანაირად არ აისახება. მოვა დრო და ასეთი დიდი სამეწარმეო ანკლავი მაინც მიიღებს აღიარებას. დონბასი – ეს ხომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არ არის“, – ამბობს ბრიგი და აღნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ნებისმიერი შეტევის განხორციელებისას დონეცკი ადეკვატურ პასუხს გასცემს, მას აქვს შესაბამისი ძალა. ბრიგმა ასევე აღნიშნა, რომ არჩევნებზე „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“ მაღალი აქტივობა იყო დაფიქსირებული. „ეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც აღიარეს“, – განაცხადა ბრიგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები