ირაკლი სესიაშვილი: გამოძიებას დაველოდოთ, დავმშვიდდეთ და ცივი გონებით შევაფასოთ

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი სესიაშვილი პროკურატურის მიერ თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით ბრალის წაყენების ახალ საქმეებს ეხმაურება.
მისი თქმით, არასასიამოვნო ფაქტია, როდესაც თავდაცვის სამინისტროს მიმართ დამატებითი ბრალდებებია წაყენებული. “არასასიამოვნო ფაქტია, როდესაც თავდაცვის სამინისტროს მიმართ დამატებითი ბრალდებებია წაყენებული. ეს ის სამინისტროა, რომლის მიმართ საზოგადოებას მაღალი ნდობა აქვს, ასევე სრული ნდობა აქვს პარლამენტისგან, კოალიციისგან. როგორც ჩანს, პროკურატურას, რომელიც დამოუკიდებელი ორგანოა, კითხვები გააჩნია, რაც ბრალის სახით არის წაყენებული. ეს არასასიამოვნოა, უნდა დაველოდოთ გამოძიებას, სხვა გზა არ არის. წინასწარი პოლიტიკური განცხადებებისგან თავს შევიკავებ. ისღა დაგვრჩენია, გამოძიებას დაველოდოთ, დავმშვიდდეთ და ცივი გონებით შევაფასოთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები