პროკურატურის მიერ მხილებულმა კომპანიამ “შემოწმება ჯანდაცვის სამინისტროში გაიარა”

“ქართული კვების კომპანიის” მუშაობა მიმართული იყო და არის კვების ხარისხის გაუმჯობესებაზე, – ასე გამოეხმაურა მთავარი პროკურატურის ბრალდებას კომპანიის დირექტორი მირანდა მანჯგალაძე.
მისივე თქმით, აღნიშნულმა სტანდარტებმა შემოწმება გაიარეს როგორც ჯანდაცვის სამინისტროში, ასევე სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
„ის მუშა ჯგუფი, რომლის პროექტის ხელმძღვანელიც ვიყავი, ორიენტირებული იყო კვების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ეს გულისხმობდა როგორც კვების, ასევე საკვების მენიუს მრავალფეროვნებას და მიწოდების მხრივ სერვისის გაუმჯობესებას. ჩვენ ვიცით, რომ სანიტარული ნორმები 2006 წლიდან ექსპრეზიდენტმა გააუქმა. შესაბამისად, ნატოს სტანდარტებისა და საქართველოში მოქმედი კანონდებლობით, სტანდარტები ჩამოყალიბდა, პირველადი შეფასება გაიარა ჯანდაცვის სამინისტროში და სურსათის ეროვნულ სააგენტოში. ეს სტანდარტი, რომელიც 154 გვერდს შეიცავს, გვაქვს დადებული და ამით იქნება ყველანაირი ხელმძღვანელობა კვების დაგეგმარებასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა მირანდა მანჯგალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები