„არქიტექტურული ბიუროს“ ხელმძღვანელი ალასანიასთან დაახლოებული პირია“ – რა რაოდენობით თანხა გადაერიცხა სამინისტროსგან ტენდერში გამარჯვებულს

 

„თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ორჯერ გაიმარჯვა ირაკლი ალასანიასთან დაახლოებული პირის თამარ ვალიშვილის კომპანია „არქიტექტურულმა ბიურომ“, ჯამში კი, მას სამინისტროსგან 29 000 ლარი გაერიცხა,- აღნინული განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ თავმჯდომარემ არჩილ კაიკაციშვილმა ქარდავა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მისი განცხადებით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს, მათ მფლობელებსა და თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნებს შორის ხშირად სახეზე ჩნდება ახლო კავშირები, რის გამოც, კაიკაციშვილის თქმით, გამოძიება ტენდერების მიმართულებით სამომავლოდაც უნდა დაინტერესდეს.
„ ნათესაური კავშირები და თავდაცვის სამინისტროს ტენდერები ერთ-ერთი საყურადღებო საგანია. გამოძიება ამ მიმართულებით სამომავლოდაც უნდა დაინტერესდეს. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ არაერთი განცხადება გააკეთა ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებული პირების კომპანიებზე, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს მნიშვნელოვანი ტენდერების გამარჯვებული კომპანიებია. მაგალითად, ქალბატონი თამარ ვალიშვილი, რომელიც მინისტრთან დაახლოებული პირია, ფლობს არქიტექტურულ ბიუროს, რომელმაც 2013 წელს თავდაცვის სამინისტროში გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, შეკვეთა მიიღო და განახორციელა. ეს კომპანია, ძირითადად, საცხოვრებელი კორპუსების რეკონსტრუქციის და კაპიტალური რემონტების მიმართულებით მუშაობს. ხომ არ ხდება ისე, რომ თავდაცვის სამინისტროში ტენდერების თემა ნათესაური კავშირებიდან გამომდინარე ყალიბდება? ამას მოწმობს თამარ ვალიშვილის კომპანიის არქიტექტურული ბიუროს შემთხვევაც, რომელმაც თავდაცვის სამინისტროსთან სატენდერო პროცესის შედეგად 2013 წელს ორი ტენდერი მოიგო და მთლიანობაში 29 000 ლარზე მეტი მიიღო“,- განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა. შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული კიდევ ერთი ტენდერით დაინტერესდა. საქმე შპს „არქიტექტურულ ბიუროსა“ და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხება.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, „არქიტექტუტულ ბიუროსა“ და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს შორის ახლო კავშირები და პირადი კონტაქტები იკვეთება. ამ შემთხვევაშიც ყურადღება საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საკითხზე მახვილდება.
„შპს “არქიტექტურულ ბიუროსთან” გაფორმებულ შესყიდვის ხელშეკრულებებს გრიფი “საიდუმლო” თავად თავდაცვის სამინისტრომ მიანიჭა. გამოძიება სწავლობს აღნიშნულ საწარმოსთან უწყების მიერ განხორციელებული შესყიდვების კანონიერების საკითხს“, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები