გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახალი ინიციატივით გამოდის – ბიუჯეტის დაგეგმვა ადგილობრივებთან ერთად

გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დავით ონიაშვილის ინიციატივით, ადგილობრივი მოსახლეობა ბიუჯეტის დაგეგმვაში მიიღებს მონაწილეობას. მოსახლეობა თავად გადაწყვეტს, რა მიმართულებით დაიხარჯოს თანხები. პრიორიტეტებს საკუთარ სოფელში ადგილობრივები შეარჩევენ. დღეიდან სოფლის მოსახლეობასთან მუნიციპალიტეტის გამგებელი და სამსახურის უფროსები შეხვედრებს გამართავენ. სასმელი და სარწყავი წყალი, გაზიფიცირება, გამრიცხველიანება, სკოლამდელი აღზრდისა და კულტურის სახლების რეაბილიტაცია, ხიდებისა და შიდა გზების მოწესრიგება და სხვა – ეს იმ პროექტების მცირე ჩამონათვალია, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში მომავალ წელს განხორციელდება. გამგეობის თანამშრომლები ადგილობრივებთან შეათანხმებენ ყველა იმ პრიორიტეტულ პროექტს, რომელიც 2015 წლისთვის დაიგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები