ალექსი პეტრიაშვილმა რეგიონულ პრესკონფერენციაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართა

ალექსი პეტრიაშვილმა რეგიონული კონფერენციის, „საჯარო სამსახურის პროფესიონალიზაცია აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორ ქვეყნებში“ მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მინისტრმა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების შესახებ, საჯარო ადმინისტრაციის რეფორმირების აუცილებლობაზე და საქართველოს მთავრობის მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. კერძოდ, საკოორდინაციო მექნიზმების გამართვასა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაზე გაამახვილა ყურადღება. ალექსი პეტრიაშვილმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზაობა განახორციელოს საჯარო სექტორის გაუმჯობებსების კუთხით მიმართული რთული და შრომატევადი რეფპრმები და განსაკუთრებით აღნიშნა ამ პროცესში OECD/ SIGMA-ს და სხვა დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის უმნიშვნელოვანესი როლი. „ეს არის რეფორმირება მთელი იმ უმნიშვნელოვანესი სფეროსი, რაც არის საჯარო მოხელეების სექტორი, რომელიც აუცილებლია იმისათვის, რათა ქვეყანამ გამართულად იაროს ევროკავშირის, ევროატლანტიკური სივრცის მიმართულებით, რათა მომავალში აღარ იყოს კითხვები საჯარო მოხელეების დანიშვნასთან, საქმიანობას, მომავალსა და მათი სამსახურებრივი ზრდის პერსპექტივებთან დაკავშირებით.“ -განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებთან.

კონფერენცია თბილისში 4-5 ნოემბერს OECD/ SIGMA-ს ორგანიზებით და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საჯარო სამსახურის ბიუროსთან მჭიდრო თანამშრომლობით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები