“სოკარი” საქართველოში ეკლესია-მონასტრებს გაზს უფასოდ მიაწვდის

საქართველოს საპატრიარქოსა და კომპანია “სოკარს” შორის ერთწლიანი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, კომპანია “სოკარი” საქართველოში ეკლესია-მონასტრებს გაზს უფასოდ მიაწვდის.
მემორანდუმს ხელი პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა და კომპანია “სოკარის” საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა მაჰირ მამედოვმა მოაწერეს. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დაესწრო. კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ კომპანია “სოკარის” წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.
“მე მინდა, გამოვთქვა დიდი მადლობა იმ დახმარებისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ არა მარტო საქართველოს ეკლესიის, არამედ კათოლიკური ეკლესიის, მუსლიმებისა და სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიმართ. მათი სახელით მადლობას გიხდით. “სოკარი” გვაძლევს საშუალებას, რელიგიური ორგანიზაციები უზრუნველყოფილნი იყვნენ გაზით. მადლობელი ვართ და მომავალში იმედი გვაქვს, რომ ეს დახმარება გაგრძელდება”, – აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
ასევე “სოკარის” საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა მაჰირ მამედოვმა მადლობა გადაუხადა პატრიარქს, რასაც ის აკეთებს საქართველოსათვის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრული ურთიერთობისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები