სოფელ მაღაროსკართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
სოფელ მაღაროსკართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა. ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე (სოფ. მაღაროსკარი) მონაკვეთზე, ძლიერი წვიმის შედეგად, განვითარდა მეწყერი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნავენ დეპარტამენტში.