უჩა ნანუაშვილი თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსნებთან შეხვედრას გეგმავს

თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსნებს უჩა ნანუაშვილი უახლოეს დღეებში შეხვდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან თავად ნანუაშვილმა განუცხადა.
სახალხო დამცველი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეში ჩართვას აპირებს.
„გამომდინარე საზოგადოების ინტერესიდან, ჩვენ გადავწყვიტეთ ჩავერთოთ პროცესში მიუხედავად იმისა, რომ საქმეს ადევს გრიფი საიდუმლო, სახალხო დამცველს აქვს წვდომა საიდუმლო მასალებზე, ამდენად ჩვენთვის ამ მასალების გაცნობა არის მნიშვნელოვანი. ჩვენი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, მაგრამ მე პირადად ვგეგმავ შევხვდე დაკავებულებს უახლოესი დღეების განმავლობაში“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები