რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილიო გზების დეპარტამენტის ცნობით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ136-კმ152 (ჩუმათელეთი-ხევი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დღეს, ინტენსიური თოვის გამო, დილის 08:30 საათიდან თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ136-კმ152 (ჩუმათელეთი-ხევი) მონაკვეთზე შეზღუდული იყო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფარსტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინტენსიური მუშაობის შედეგად, გზის სავალი ნაწილი უკვე გაიწმინდა და მოძრაობა დასაშვებია ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოქალაქეებს გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას პერიოდულად კვლავ მიაწვდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები