აჭარაში დიდთოვლობის გამო მცირეწლოვანის სავადმყოფოში გადაყვანა ვერ ხერხდება

აჭარის მაღალმთიანეთში დიდთოვლობის გამო მოსახლეობას პრობლემები შეექმნა. ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარის სიმაღლე 80 სანტიმეტრს აჭარბებს. ყველაზე მძიმე მდგომარეობაა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში, სადაც უხვი ნალექის გამო მისასვლელი გზები ჩაიკეტა. სოფელში მძიმე ავადმყოფი იმყოფება, რომელიც უგზოობის გამო სავადმყოფოში ვერ გადაჰყავთ. დაავადებული მცირეწლოვანი ბავშვია..
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი არიან საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები, თუმცა უგზოობის გამო გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება ვერ ხერხდება.
ქედის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე რამდენიმე ავტომანქანა თოვლში არის ჩარჩენილი.
აჭარის მაღალმთიანეთში მესამე დღეა, გადაუღებლად თოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები