უცხოელები საიმიგრაციო ვიზების ასაღებად 100 ლარს გადაიხდიან

საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინა პროექტი, რომლის მიხედვით, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზა შეიძლება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, საქართველოს ტერიტორიაზე გაიცეს. ამ მიზნით უცხოელმა სამინისტროს შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს, საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 45 დღისა.
უცხოელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემულ საიმიგრაციო ვიზების ასაღებად 100 ლარის გადახდა მოუწევთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები