ვიქტორ დოლიძე კოკოითის განცხადებაზე: ნებისმიერი პროვოკაციული განცხადება არის დესტრუქციული ქმედება

ცხინვალის რეჟიმის ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თრუსოს ხეობა მათი მიწაა და მისთვის იბრძოლებენ, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვიქტორ დოლიძე ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ვითარებაში აუცილებელია ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებების შენარჩუნება. „ნებისმიერი პროვოკაციული განცხადება არის დესტრუქციული ქმედება. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენს აფხაზ დებსა და ძმებს, ისევე როგორც ჩვენს ოს დებსა და ძმებს, რომ ჟენევის პროცესი, რომელშიც მთელ საერთაშორისო თანამეგობრობაა პრაქტიკულად ჩართული, იყოს აპრობირებული მაქსიმალურად“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. “თრუსოს ხეობა ჩვენი მიწაა და ჩვენ მისთვის ვიბრძოლებთ”, – ეს განცხადება ედუარდ კოკოითმა ვლადიკავკაზში გამართულ ოსი ხალხის მეშვიდე ყრილობაზე გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები