ბელორუს-ლიტვის საზღვარზე 17 ქართველი მიგრანტი დააკავეს

 

  კვირას, ბელორუსის საზღვარზე ლიტველმა მესაზღვრეებმა საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს, ამის შესახებ გამოცემა “დელფი” იუწყება. ქართველები ლიტვაში უკანონოდ გადასვლას აპირებდნენ. არალეგალების ერთი ჯგუფი შალჩინინსკის რაიონში დააკავეს, რომლებიც მესაზღვრეებმა გზაზე იპოვეს. 3 მამაკაცი, 4 ქალი და 5 არასრულწლოვანი მესაზღვრეებს საქართველოს მოქალაქეებად წარუდგნენ. არც ერთ მათგანს “შენგენის” ვიზა არ ჰქონდა.
ლიტვის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, არალეგალების ჯგუფი ლიტვაში მდინარე დიტვის გადაკვეთის შედეგად მოხვდა. მდინარე ლიტვა-ბელორუსის საზღვარზე მიედინება.
კიდევ ხუთი ქართველი ვილნიუსის რაიონში დააკავეს. ისინი სათვალთვალო ვიდეოკამერებმა დააფიქსირა. “შენგენის” ვიზა არც მათ აღმოაჩნდათ.
მიმდინარე წელს ლიტველმა მესაზღვრეებმა საქართველოს 131 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ლიტვაში მოხვედრას არალეგალურად ცდილობდნენ.

http://ru.delfi.lt/news/crime/litovskie-pogranichniki-zaderzhali-17-grazhdan-gruzii.d?id=66289704

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები