სესიაშვილი: ალასანიამ გვერდზე უნდა გადადოს წყენა და მოახდინოს კონცენტრაცია თავის საქმიანობაზე

 

  ირაკლი ალასანიამ გვერდზე უნდა გადადოს პოლიტიკური მოტივით მის აზროვნებაში გაჩენილი წყენა და მაქსიმალურად მოახდინოს კონცენტრაცია თავის საქმიანობაზე, – ამის შესახებ “ტელეიმედის” ეთერში თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ალასანია სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.
“მე პირადად მივიჩნევ, რომ ირაკლიმ უნდა გააგრძელოს თავისი საქმიანობა. ის სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. მან ამ შემთხვევაში გვერდზე უნდა გადადოს, თუნდაც, გარკვეულწილად, პოლიტიკური მოტივით მის აზროვნებაში გაჩენილი წყენა და მაქსიმალურად მოახდინოს კონცენტრაცია თავის საქმიანობაზე. უელსის სამიტის შედეგად ჩვენ მნიშვნელოვანი პაკეტი მივიღეთ და მისი იმპლემენტაციის პროცესში ირაკლი ალასანიას დიდი როლი აკისრია”, – განაცხადა სესიაშვილმა.
რაც შეეხება იმას, უნდა მომხდარიყო თუ არა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავება მაშინ, როცა მინისტრი მივლინებით საზღვარგარეთ იმყოფებოდა, სესიაშვილის შეფასებით, აღნიშნულიც ადასტურებს, რომ პროკურატურა დამოუკიდებელი სტრუქტურაა.
“რა თქმა უნდა, პოლიტიკურად შეიძლება არ ჩანდეს ლამაზად, რომ დააკავო მაღალჩინოსნები მაშინ, როცა მინისტრი ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტით იმყოფება საფრანგეთსა და გერმანიაში, შეიძლება ეს მომგებიანი არ ყოფილიყო, მაგრამ ამით ხაზს ვუსვამთ და ვაანალიზებთ, რომ პროკურატურა დამოუკიდებელი ორგანოა და მას ჩვენ გრაფიკს ვერ დავუყენებთ, ესა თუ ის მინისტრი უცხოეთში იმყოფება და ესა თუ ის საქმე გააჩერეთთქო”, – აღნიშნა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები