„პრემიერთან შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია ბევრ კითხვას არ ბადებდა“

 

  არგუმენტაცია, რომელიც პრემიერთან შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ წარმოადგინა, უწყების დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეზე ბევრ კითხვას არ ბადებდა, – ამის შესხებ თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა , ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” ოფისში “თავისუფალი დემოკრატებისა” და პრემიერის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
დეპუტატის ინფორმაციით, შეხვედრის ინიციატივა პრემიერს ეკუთვნოდა, თუმცა ამის სურვილი ორივე მხარეს გააჩნდა.
“რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტს, ამაზე საუბარი არ იქნება სწორი. ჩვენ გვქონდა გულწრფელი საუბარი. თავდაცვის მინისტრისგან წარმოდგენილი იყო დამატებითი არგუმენტები, როგორც სიტყვიერი, ასევე წერილობითი. პრემიერი დაგვპირდა, რომ მათ შეისწავლის”, – აღნიშნა დოლიძემ.
დეპუტატის ინფორმაციით, შეხვედრის ინიციატივა პრემიერს ეკუთვნოდა, თუმცა ამის სურვილი ორივე მხარეს გააჩნდა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები