ალასანიას გუნდისა და პრემიერის შეხვედრა დასრულდა – რას დაჰპირდა ღარიბაშვილი მათ

 

  პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრებისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა დასრულდა. როგორც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ირაკლი ალასანიამ თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ თანამშრომელთა საქმესთან დაკავშირებით დამატებითი არგუმენტები წარმოგვიდგინა. მინისტრის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი მათ დაჰპირდა, რომ არგუმენტებს ყურადღებით გაეცნობა.
“შევეხეთ, ბუნებრივია, იმ გახმაურებულ თემასაც, რომელიც დაკავშირებულია თავდაცვის სამინისტროს ხუთ მაღალჩინოსანთან. “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა დამატებითი არგუმენტები წარმოადგინა. ირაკლი ღარიბაშვილი დაგვპირდა, რომ ამ არგმენტებს ყურადღებით გაეცნობა”, – აღნიშნა პეტრიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელეს ასევე 8 ნოემბერს დანიშნულ პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ყრილობაზე. სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, ყრილობას პრემიერ-მინისტრიც დაესწრება.
თავად თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები