დავით სერგეენკო საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა

 

   შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და „GIP esther-ის“ საერთაშორისო პროექტების დირექტორს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
მისიის მიზანია სამოქალაქო და საპატიმრო სამედიცინო დაწესებულებებში მყოფი ტუბერკულოზის მქონე პაციენტების მდგომარებისა და არსებული სამედიცინო სერვისების შეფასება. სამინისტროს ცნობით, 3 დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ფრანგული მხარე მოინახულებს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრსა და გლდანის ციხის ცენტრალურ საავადმყოფოს. შეხვდებიან ყველა იმ დაწესებულების წარმომადგენლებს, რომლებიც ჩართულნი არიან ტუბერკულოზის მკურნალობის საკითხებში, მათ შორის, საერთაშორისო/დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. საქართველოში ტუბერკულოზის მკურნალობისა და მასთან დაკავშირებული საკითხების შეფასების შემდეგ ფრანგული მხარე გამოავლენს იმ აპექტებს თუ რაში შეუძლიათ დახმარების გაწევა საქართველოსთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები