ვინ დაუჭირა მხარი ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩისთვის სახელის გადარქმევას – დეპუტატების სია

თბილისის საკრებულო ისნის რაიონში მდებარე ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩისთვის ბერი გაბრიელის სახელის მინიჭების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის ნაწილისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩას ბერი გაბრიელის სახელი მიენიჭა. საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის ლია ჯახველაძის ინფორმაციით, ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელი ეწოდა საბურთალოზე, იპოდრომთან მდებარე ერთ-ერთ ახალ გზატკეცილს.
„აღნიშნული გამზირისათვის ბერი გაბრიელის სახელის მინიჭების თხოვნით საკრებულოს წმინდანის დამ და ასევე სამი ათასზე მეტმა ადამიანმა მიმართა. ქუჩას, სადაც ბერი გაბრიელი ცხოვრობდა, მისივე სახელი უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და საკრებულოს დახმარებით დაერქვა და იქ მალე ტაძარიც აშენდება. რაც შეეხება ეროვნული გმირს, ქაქუცა ჩოლოყაშვილს, მისი სახელი საბურთალოზე, იპოდრომთან მდებარე ერთ-ერთ ახალ გზატკეცილს ეწოდა. საკრებულოს დეპუტატებს გვსურდა ქაქუცა ჩოლოყაშვილისთვის პატივი მიგვეგო და მისი სახელის უკვდავსაყოფად შეგვერჩია ისეთი ადგილი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემდა არა მხოლოდ ქუჩისთვის, არამედ სკვერისთვის და მოედნისთვისაც მიგვენიჭებინა მისი სახელი. სწორედ ამ მიზნით შეირჩა იპოდრომთან მდებარე ახალი გზატკეცილი, სადაც ახლო მომავალში დაგეგმილია ეროვნული გმირის სახელობის სკვერისა და მოედნის გახსნა. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ დავაბალანსეთ ორი უდიდესი ქართველის სახელების უკვდავყოფა”, – განაცხადა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ.
რესპუბლიკური პარტიიდან თბილისის საკრებულოს წევრი ხათუნა სამნიძე კი სხდომის კენჭისყრის ოქმს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილებას მხარი 31-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის არიან რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი და დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი. ასევე გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს:
„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ წევრი შალვა ობგაიძე
„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ – ჯაბა სამუშია
„ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატები“- გიორგი ახვლედიანი
„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“- რამინა ბერაძე
„ქართული ონცბეა-ეროვნული ფორუმი“- შორენა ბუხრაშვილი
„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ – ჯაბა ჯიშკარიანი
„ქართული ოცნება თავისუფალი დემოკრატები“ – ლია ჯახველაძე
დამოუკიდბეელი დეპუტატი – იოსებ მანჯავიძე
„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“-კობა კობალაძე
„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“-ნუგზარ მალაღურაძე
„ქართული ოცნება თავისუფალი დემოკრატები“-გიორგი მუსხელიშვილი
„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“- მალხაზ მჭედლიშვილი
„ქართული ოცნება კონსერვატორები“-ქეთევან ჯოხაძე
„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“-დავით ჭეიძე
„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“-თარაშ შურღაია
„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“-მურთაზ შელია
„ქართული ოცნება მრეწველები“-გიორგი ტყემალაძე
„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“- ზაქარია კოლელიშვილი
„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“-თევდორე კობახიძე
„ქართული ოცნება რესპუბლიკელები“-გულო ზუმბაძე
„ქართული ოცნება ეროვნული ფორუმი“-ავთანდილ დავითაძე
„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“-გიორგი ალიბეგაშვილი
„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“-ირაკლი გვილავა
„ქართული ოცნება მრეწველები“ლევან დარახველიძე
„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“-ნუგზარ მალაღურიძე
„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“-ბექა ნაცვლიშვილი
„ქართული ოცნება ეროვნული ფორუმი“-ზურაბ ნეფარიძე
„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“-ირაკლი ფავლეიშვილი
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია:
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრს დავით ზურაბიშვილს, ხოლო ჩოლოყაშვილის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის წინააღმდეგი წავიდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი გოჩა ბაბუნაშვილი.
სხდომას არ დასწრებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც.

10744679_970509456310404_1627284770_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები