ირაკლი ღარიბაშვილი ალასანიას შეხვდება

 

    პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წევრებს შეხვდება. ამის შესახებ „კვირას“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი დაესწრებიან.
არსებული ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩნოსნების დაკავების საკითხს შეეხება.
შეხვედრა “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში 18:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები