ეროვნული უსაფრთხოების საკითხების კოორდინაცია მთავრობის ხელში გადადის

სახელმწიფო უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ფარგლებში მოხდება. აქამდე ამას პრეზიდენტი, როგორც აღმსარულებელი ხელისუფლების მეთაური ახორციელებდა.
მთავრობამ პარლამენტს “ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის წესის შესახებ” კანონის პროექტი უკვე წარუდგინა.
პროექტის მთავარ ნოვაციას პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, როგორც ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის მაკოორდინირებელი უწყების კომპეტენციათა კანონის დონეზე გაწერა და ეროვნული უშიშროების საბჭოს ფუნქციებისგან გამიჯვნა წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები