საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ახალქალაქის რეგიონულ სასწავლო ცენტრში სკოლის მსმენელებისთვის სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა მოეწყო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ახალქალაქის რეგიონულ სასწავლო ცენტრში სკოლის მსმენელებისთვის სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა მოეწყო.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულტურული მრავალფეროვნების, უნიკალური ტრადიციებისა და ღირშესანიშნაობების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ საერთო ღირებულებებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულტურას ერთმანეთთან აკავშირებს.